
ბლის ფასი და მისი ფას-წარმოება საქართველოში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. მაგალითზე)
Jul 9, 2025
5 min read
1
6
0
ეს თემა საკმაოდ რთულია და ამავდროულად, შესაძლოა, ფართო აუდიტორიისთვის ყველაზე საინტერესო იყოს. რამდენი ადამიანი სვამს კითხვას, რატომ იხდის ამხელა თანხას ამა თუ იმ პროდუქტში. რა იწვევს ასეთ ფასებს და რატომ ხდება მისი გაღარიბება წლიდან წლამდე?
ამ სტატიაში მინდა სწორედ ამ თემას შევეხო. მომზადებისა და ფიქრის პროცესში, რა თქმა უნდა, დიდი არჩევანი მქონდა. რამდენი პროდუქტია და რამდენი დასახელება, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ გამოვარჩიე ბალი. რატომ ბალი? რამდენიმე მიზე ზის გამო:
· ბალი ამ დროს განსაკუთრებული მოთხოვნის პროდუქტია;
· მისი წარმოება საქართველოში მიმდინარეობს;
· მისი დისტრიბუცია სწრაფ რეალიზაციას საჭიროებს, რადგან შედარებით მალფუჭებადი პროდუქტია;
· მისი ფასები ამინდისა და მოკლე პერიოდების მიხედვით მერყეობს, მაგრამ სეზონის განმავლობაში მოთხოვნა სტაბილურად მაღალია;
· ფასის გათვალისწინებით, შესაძლოა ფუფუნების საგნადაც ჩაითვალოს.
სასურველია განვმარტოთ ის ტერმინები, რომლებსაც შევეხებით, განსაკუთრებით კი ის ტერმინი, რომელიც დღეს საქართველოში ყველაზე ფართოდ გამოიყენება:
ეკონომიკა: 1. მატერიალური და ადამიანური რესურსების ორგანიზებულად მართვა დოვლათის წარმოების პროცესში; 2. დოვლათის წარმოებასთან, განაწილებასთან და მოხმარებასთან დაკავშირებული სოციალური დაწესებულებებისა და ინსტიტუტების სისტემა; 3. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოებაში მწირი რესურსებისათვის კონკურენციის, მათი წარმოების, გაცვლის, განაწილებისა და მოხმარების პროცესებს.
ფასი:
ვერსია 1: ფუნდამენტური ეკონომიკური კატეგორია. გულისხმობს ფულის რაოდენობას, რისთვისაცგამყიდველი თანახმაა გაყიდოს, ხოლო მყიდველი მზადაა, იყიდოს პროდუქტის ერთეული. პროდუქტის განსაზღვრული ფასი მის ღირებულებას შეადგენს.
ვერსია 2: ფასი არის ის ოდენობა, რომელსაც მყიდველი უხდის გამყიდველს საქონლის ან მომსახურების სანაცვლოდ. ის გამოხატავს საქონლის ან მომსახურების ღირებულებას ფულადიერთეულებით და წარმოადგენს გაცვლის საშუალებას.მარტივად რომ ვთქვათ, ფასი არის ის თანხა, რასაც იხდით რაღაცის შესაძენად.
ინფლაცია:
წყარო: 1. სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.] 2. ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი/ [ავტორები: ავთანდილ სილაგაძე, ვლადიმერი ზურაბიშვილი, გივი გოშაძე, თენგის მეტრეველი.]- თბ. : თბილისი უნივერსიტეტი, 2005 – 668 გვ. |
მარტივად რომ ვთქვათ, ფასი არის თანხა, რომელსაც იხდით რაღაცის შესაძენად.
ფასის განსაზღვრა შესაძლებელია მრავალი ფაქტორით, მათ შორის:
• წარმოების ხარჯები: ნედლეულის, შრომის, ტრანსპორტირების და სხვა დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის ან მომსახურების შექმნასთან.
• მიწოდება და მოთხოვნა: თუ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა და მიწოდება შეზღუდულია, ფასი, სავარაუდოდ, მაღალი იქნება. პირ იქით, თუ მიწოდება ჭარბობს მოთხოვნას, ფასი შეიძლება დაეცეს.
• კონკურენცია: ბაზარზე არსებული კონკურენტების ფასები გავლენას ახდენს მოცემული პროდუქტის ფასზე.
• ბაზრის პოზიციონირება: კომპანიის სტრატეგია, თუ როგორ სურს მისი პროდუქტის აღქმა ბაზარზე (მაღალი ხარისხის/პრემიუმ პროდუქტი თუ დაბალფასიანი ალტერნატივა).
• მარკეტინგული სტრატეგია: ფასდაკლებები, აქციები და სხვა მარკეტინგული ინიციატივები.
• სამთავრობო რეგულაციები და გადასახადები: ზოგიერთი პროდუქტის ფასი შეიძლება რეგულირდებოდეს სახელმწიფოს მიერ ან მოიცავდეს დამატებით გადასახადებს.
ახლა სასურველია მკითხველისთვის განვმარტო, რატომ ვიღებ ვაჟა-ფშაველას გამზირს როგორც ჩემი კვლევის გეოგრაფიულ ზონას:
1. ვაჟა-ფშაველას გამზირი წარმოადგენს ვაკე-საბურთალოს რაიონს, ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან რაიონს თბილისში.
2. გამზირი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გრძელ ქუჩას თბილისში, მისი სიგრძე 4 კილომეტრია დაახლოებით;
3. გეოგრაფიული სახელწოდების ცვლილება შეიძლება აღქმული ყოფილიყო, როგორც ფასის წარმოქმნის საფუძველი და მნიშვნელოვან ი იყო ფასების მოკვლევა გაგვეკეთებინა ერთი დასახელების/სახელწოდების ქვეშ; პრინციპი, ერთი ქალაქი, ერთი უბანი, ერთი ქუჩა
4. ერთი ქუჩის გარშემო ფასების მოკვლევა, უფრო ნათელს გახდიდა რამდენად მძიმე მდგომარეობაშია სახელმწიფო მარეგულირებელი და რამდენად მოქნილი და წარმატებულია გამყიდველი, რამდენად მანიპულაციურია ეს უკანასკნელი.
5. ვაჟა-ფშაველაზე საკვლევ წერტილებად აღებულ იქნა შემდეგი წერტილები:
ლოკაციის დასახელება | განმარტება |
1. ვაჟა-ფშაველას დასაწყისი | რომ გვენახა საწყის წერტილში რა იყო ღიებულება |
2. რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ | ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წერტილი |
3. მეტრო დელისი | მოსახლეობისთვის სატრანსპორტო მსხვილი კვანძი |
4. ვაჟა-ფშაველას ძეგლთან არსებული ტერიტორია | აქტიური საცხოვრებელი ზონის საწყისი, მეტროსთან არსებობა |
5. ვაჟა-ფშაველას #98 | საცხოვრებელი უბანი |
6. მეტრო უნივერსიტეტი | ბოლო წერტილი, აქტიური საცხოვრებელი უბანი, არანაკლებ აქტიური ვიდრე დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორია |
მთავარი:
ბალზე არსებული ფასები
ლოკაციის დასახელება | ფასი ლარში 1. კგ |
1. ვაჟა-ფშაველას დასაწყისი | 40 |
2. რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია | 27 |
3. მეტო დელისი | 30 |
4. ვაჟა-ფშაველას ძეგლთან არსებული ტერიტორია | 25 |
5. ვაჟა-ფშაველას #98 | 27 |
6. მეტრო უნივერსიტეტი | 17 |
კვლევის ჩატარების თარიღი | 22 ივნისი 2025 წელი 10:00 საათი |
ლოგიკურია რამდენიმე შეკითხვა:
1. მოდის თუ არა ესპროდუქცია ყველასთან ერთი წერტილიდან?
2. ხარისხში იყო თუ არა რაიმე სხვაობა?
პასუხები არის შემდეგი:
1. აღნიშნული ლოკაციებიდან ყველა მარაგდება ერთი წერტილიდან ე.წ „დეზერტირების ბაზრიდან“, შესაბამისად ყველაფერი ნათელი და მარტივია ამ კუთხით;
2. ხარისხი: ყველა წერტილში ბალი იყო გოგრა ბალის სახელწოდებით ცნობილი, იყოგადარჩეული და ასე
ვთქვათ ერთი დაკვირვებით არ ეტყობოდა არაფერი დაზიანების ან სხვა დეფექტის მაგვარი.
ლოგიკურია რამდენიმე კითხვა
რამდენს ვაწარმოებთ?
სამწუხაროა, რომ აქ არ გვეძლევა დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის შესაძლებლობა, ვინაიდან სტატისტიკის დეპარტამენტი, აწარმოებს სტატისტიკა მრავალწლიანი კულტურების მიმართულებით, შესაბამისად ბალი და ალუბალიც ამ მონაცემებში გაერთიანებულია.
გრაფიკი #1
